სტრატეგიული წარმომადგენლობა საქართველოში
კომპანიის შესახებ
Amplex საერთაშორისო კომპანიებსა და პრემიუმ ბრენდებს საქართველოში ბიზნესის დამკვიდრებასა და განვითარებაში ეხმარება. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ბაზრისა და კომერციული გარემოს შესწავლას, პოტენციური პარტნიორების მოძიებას, მათთან კომუნიკაციასა და შეთანხმებული მანდატის ფარგლებში ადგილობრივ წარმომადგენლობას.
ინდივიდუალური მართვა
თითოეული პარტნიორობა ეფუძნება ბიზნესის კორპორაციული სტრუქტურის, კომერციული მიზნებისა და გრძელვადიანი ინტერესების სიღრმისეულ გააზრებას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ სამართლებრივი, ფინანსური, მარეგულირებელი და საოპერაციო პროცესების კოორდინაციას, საწყისი სტრატეგიიდან ბაზარზე სრულ დამკვიდრებამდე.
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ჩართულობა მოიცავს კომერციული მოლაპარაკებების მომზადებასა და წარმართვას, პარტნიორების შეფასებას, საქმიანი ურთიერთობების კოორდინაციასა და შეთანხმებული პირობების შემდგომ მხარდაჭერას.
სამუშაოს მოცულობა, პასუხისმგებლობები და ანგარიშგების ფორმა თითოეულ პარტნიორთან ინდივიდუალურად განისაზღვრება.
ჩვენი პრინციპი
“ძლიერი საქმიანი ურთიერთობები იწყება პროფესიული განსჯით, გამჭვირვალობით, ნდობითა და ბიზნესის ინდივიდუალური სპეციფიკის გათვალისწინებით.”

დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
ნათია ტუღუში
ნათია ტუღუში კომპანიის Amplex დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. მას კერძო და საჯარო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20 წელზე მეტი წარმატებული გამოცდილება აქვს.
მისი საქმიანობა მოიცავს სამართლებრივ და საოპერაციო მართვას, კომერციულ მოლაპარაკებებსა და ბიზნეს ინტერესების წარმომადგენლობას. მისი პროფესიული გამოცდილება ასევე აერთიანებს საერთაშორისო ბიზნესის განვითარებასა და პრემიუმ და ლუქს რიტეილს.
თითოეული პროექტის ხელმძღვანელობა ხორციელდება პირადი პასუხისმგებლობითა და პროფესიული კონფიდენციალურობით.